საქართველოში უკრაინის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით აცხადებს:
„9 აპრილი არის თარიღი, რომელიც იქცა თავისუფლების სიმბოლოდ, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიითა და თავგანწირვით დაიწყო. 1989 წლის 9 აპრილს ყოფილი სსრკ-ს ჯარებმა ჩაახშო თავისუფლებისთვის ქართველების მშვიდობიანი დემონსტრაციები. ორი წლის შემდეგ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა. 35 წლის შემდეგ, ამ ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ ვიხსენებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მამაც ხალხს, რომელმაც აირჩია პროევროპული გზა და კურსი NATO-სკენ.“