კახა კალაძე ,,ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვებაზე: ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო მოვა

,,ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო მოვა", - ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა და ასე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მის მიერ მმართველი პარტიის შესაძლო დატოვების შესახებ

,,ეს არის არასწორი ინფორმაცია და მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. თუ მომდევნო დღეების, თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო, თქვენ ყველაფერს გაიგებთ. მე მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, თუ - არ მივიღებ, ამასთან დაკავშირებით გექნებათ ინფორმაცია.

არასდროს გადამიდგამს ისეთი ნაბიჯები, რომ რაღაც მალულად იყოს, ან ჩუმად. ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო იქნება. ყველაფერს თავისი დრო აქვს, დღეს ადრეა ამაზე საუბარი. ნუ ვჩქარობთ, მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე, უამრავ პროექტს ვახორციელებთ, თქვენ ხართ ამის მოწმე. გადაწყვეტილება როგორიც იქნება მიღებული, ამასთან დაკავშირებით გექნებათ ინფორმაცია", - განაცხადა კალაძემ.