„ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისთვის არასწორად მიმაჩნია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.
ფარულ ჩანაწერებზე არც ადრე გამიკეთებია შეფასებები და რაც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისთვის არასწორად მიმაჩნია. მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, თქვენც საზოგადოებაც კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.