გერმანიის ხელისუფლება აპირებს, 35 ტანკი შეუკვეთოს იმ ბრიგადისთვის, რომელთა მუმდივი განლაგება ლიეტუვაში დაიწყო - Bloomberg

გერმანიის ხელისუფლება აპირებს, რომ 35 ტანკი შეუკვეთოს იმ ბრიგადისთვის, რომელთა მუმდივი განლაგება ცოტა ხნის წინ ლიეტუვაში დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


გამოცემის თანახმად, გერმანიის თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუსს სურს, შეიძინოს 35 დამატებითი Leopard 2 A8-ის ტიპის საბრძოლო ტანკი, რათა ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადა გააძლიეროს - ეს NATO-ს ერთობლივი ძალისხმევის ნაწილია, რათა დაიცვას ევროპის აღმოსავლეთი ფლანგი რუსეთისგან.

ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ტაკნების ჯამური ღირებულება მილიარდი ევრო იქნება და ისინი შეავსებენ 18 ტანკს, რომლის შეძენაც გერმანიამ შეისყიდა.