სტოლტენბერგი: უკრაინის მიერ ქვეყნის ფარგლებს მიღმა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები, თავდაცვაზე კანონიერი უფლების ნაწილია

უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების უფლება აქვს. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


„ეს თავდაცვაზე კანონიერი უფლების ნაწილია - ქვეყნის ფარგლებს მიღმა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და მივესალმები, რომ მოკავშირეები უზრუნველყოფენ სამხედრო მხარდაჭერას მათი თავდაცვის მიზნით,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა, რითაც უპასუხა შეკითხვას, ფინეთს არ დაუწესებია რაიმე შეზღუდვა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე. მაგრამ ალიანსის ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ არ უშვებს მათი იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. ეს ძირს უთხრის უკრაინის უნარს, მოიგოს ომი.