ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა 6 მოქალაქე, მათ შორის 5 მედიის წარმომადგენელია

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა 6 მოქალაქე, მათ შორის 5 მედიის წარმომადგენელია, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ განაცხადა.

სახელმწიფო რწმუნებული დაშავებულების მკურნალ ექიმებს შეხვდა და ჟურნალისტები მოინახულა.

"მომხდარი სამწუხარო ფაქტის შემდეგ დაშავდა 6 მოქალაქე, მათგან 5 მედიის წარმომადგენელია, მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, დამაკმაყოფილებელია. რამდენიმე მათგანის გადაყვანა დამატებითი კვლევებისთვის მოხდება დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.