ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება.

ბრალდებულის დედა  თამთა კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი 10:00 ზე გახდება ცნობილი.

„გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 სთ- ზე გამოცხადდება განაჩენი!“,-წერს თამთა კალანდაძე.