აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბელურსში არსებული მმართველობის სისტემა გააკრიტიკა და ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელი დიქტატორი უწოდა.
ბლინკენის განცხადებით, აშშ განაგრძობს ბელარუსში პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას და გმობს ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებას. ლ
„2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ მარია კოლესნიკოვამ ქვეყნის მასშტაბით ქალების მობილიზება მოახდინა, რათა პროტესტი გამოეხატათ ალექსანდრე ლუკაშენკოს, ევროპის უკანასკნელი დუქტატორის მმართველობის წინააღმდეგ. აშშ განაგრძობს მისი და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სამოქალაქო სიმამაცისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქალების დაჯილდოვების ყოველწლიურ ცერემონიაზე.
2020 წლის 9 სექტემბერს ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, მარია კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, დააპატიმრეს. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერებს ბრალად ხელისუფლების მიტაცების შესახებ მოწოდებების გაკეთება ედებათ.