უკრაინამ და სლოვაკეთმა უკრაინის "მშვიდობის ფორმულის" განხორციელებაში ბრატისლავას მიერთების საკითხი განიხილეს. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა დასკვნით პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს სლოვაკეთის მონაწილეობა პრეზიდენტ ზელენსკის "მშვიდობის ფორმულის" განხორციელებაში.
გეგმის მიხედვით, სამშვიდობო სამიტში მონაწილე ქვეყნებს შეეძლებათ, შეუერთდნენ „მშვიდობის გეგმის“ ცალკეული პუნქტების განხორციელებას.
სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მიიღებს მონაწილეობას შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტში. შმიგალმა განმარტა, რომ კონსულტაციების დროს მან მოიწვია სლოვაკეთი სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის მისაღებად. შმიგალმა ცალკე განაცხადა, რომ სლოვაკეთი დაეხმარება უკრაინას განაღმვის სამუშაოში.
შმიგალმა სლოვაკეთის მიხალოვცეში გამართულ შეხვედრას, სადაც ხუთშაბათს უკრაინასა და სლოვაკეთს შორის სამთავრობო კონსულტაციები მიმდინარეობს, "ისტორიული" უწოდა.
შმიგალმა და ფიცომ ხელი მოაწერეს უკრაინასა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობის საგზაო რუკას. Ukrinform-ის ცნობით, ხელმოწერის ცერემონია კონსულტაციების შემდეგ შედგა
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თანდასწრებით, უკრაინის და სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს სლოვაკეთის რესპუბლიკის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და საკადასტრო ორგანოსა და უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სახელმწიფო სამსახურს შორის და შეთანხმებას სლოვაკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შესახებ. ასევე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროსა და უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს შორის ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ცნობისთვის, სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის წევრმა და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ, პოპულისტმა პეტერ პელეგრინმა გაიმარჯვა. 48 წლის პელეგრინიმ ხმების 53%-ით დაამარცხა კონკურენტი, ოპოზიციის კანდიდატი პროდასავლელი ივან კორჩოკი, რომელიც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
პელეგრინი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირეა და იზიარებს მის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე იყო ვიდრე ფიცო ხელისუფლებაში მოვიდოდა იმ დაპირებით, რომ სლოვაკეთის არმია უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას შეაჩერებდა.
BBC წერს, რომ პელეგრინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, უკრაინამ საბოლოოდ დაკარგა მხარდაჭერის ერთი ხმა ბრიუსელში. შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სლოვაკეთში გუშინ ჩატარდა. 23 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ივან კორჩოკმა გაიმარჯვა.
წინა პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის მეზობელი უკრაინის ურყევი მხარდამჭერი იყო. ჩაპუტოვამ მეორე ვადით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.