სერბეთის შს მინისტრის თქმით, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საუბრები უკანონოდ ისმინებოდა

7 მარტს სერბეთის შს მინისტრმა, ალექსანდარ ვულინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საუბრები უკანონოდ ისმინებოდა.

მისი თქმით, შსს-მ უკანონო სატელეფონო მოსმენის 1 572 ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. პრეზიდენტთან ერთად, ბოროტმოქმედები მის ძმას, მამასა და შვილსაც უსმენდნენ.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი.

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის უკანონო მოსმენას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა. ამის შესახებ ანა ბრნაბიჩმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

როგორც ბრნაჩბიჩმა აღნიშნა, პრეზიდენტის უკანონო მოსმენაში მმართველი პარტიის ლიდერები და შსს-ს მაღალჩინოსნები არიან გარეული.

ბრნაბიჩის თქმით, გამოძიებამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი და ამ საქმეში ყველას როლი შეისწავლოს.