"საქართველოში კაცებისა და ქალების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქალებზე ფიზიკური ძალადობა ზოგჯერ გამართლებულია. ეს პრობლემაა და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემა კვლავ სერიოზულად დგას", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქალთა გაძლიერების ფორუმის გახსნისას.
ელჩის თქმით, მიუხედავად საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებისა, კვლავ პრობლემად რჩება ის, რომ ქალები თანაბრად არ არიან წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე.
მან ასევე ხაზი გაუსვა ქალების ანაზღაურებასაც.
"მიუხედავად იმისა, რომ ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის სხვაობა შემცირდა, ქალები ჯერ კიდევ კაცებზე სამჯერ ნაკლებს გამოიმუშავებენ. მეტიც - ქალთა მონაწილეობა შრომის ბაზარზე დაახლოებით 20%-ით ნაკლებია, ვიდრე კაცების", - აღნიშნა კელი დეგნანმა.