ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 30 თურქული წარმოების ATAK ვერტმფრენის პაკისტანისთვის მიწოდებას ხელი შეუშალა, აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა. ინფორმაციას News.am-ი ავრცელებს.
როგორც კალინმა აღნიშნა, თურქეთმა S-400 აშშ-ის პოზიციის გამო შეიძინა, რომელმაც უარი თქვა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ანკარასთვის ხელსაყრელი პირობებით მიწოდებაზე.