შმიგალი: ვცდილობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არაუგვიანეს ივნისში დავიწყოთ

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ კიევი ცდილობს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არაუგვიანეს ივნისში დაიწყოს.

„გათვლა გვაქვს, რომ ევროკავშირი შეფერხებების გარეშე დაამტკიცებს ჩვენთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს. ვერანაირ ობიექტურ დაბრკოლებებს ვერ ვხედავთ, რომლებსაც ამისთვის ხელის შეშლა შეუძლიათ. ჩვენ ყველა ევროპული ქვეყანა აქტიურად გვიჭერს მხარს,“ - განაცხადა შმიგალმა.


მან აღნიშნა, რომ კიევს ევროკავშირში სანდო პარტნიორები ჰყავს, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ და მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით გასავლელად გამოცდილება გაუზიარონ. შმიგალის თქმით, უკრაინამ მთლიანად შეასრულა „სამუშაო დავალება” ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.

„ევროკომისიამ დაადასტურა უკრაინის მიერ ყველა მისი პირობის შესრულება. ვაჩვენეთ ჰარმონიული, კოორდინირებული მუშაობა. პრეზიდენტმა დღეს ევროინტეგრაციის ინფრასტრუქტურის შემუშავების წინადადება გააჟღერა. ეს უნდა იყვნენ წარმომადგენლები - მთავრობიდან დაწყებული ადგილობრივი ადმინისტრაციებით დამთავრებული - რომლებიც ევროპულ ფონდებთან იმუშავებენ,” - განაცხადა შმიგალმა.