ჯო ბაიდენი: ისრაელს დავეხმარებით დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს

რამდენად გარდაუვალი იქნებოდა ირანის თავდასხმა ისრაელზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ სურს საიდუმლო ინფორმაციის დეტალებზე საუბარი, თუმცა აქვე აღნიშნა: „ჩემი მოლოდინია, რომ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან.”


კითხვას, თუ რა არის მისი გზავნილი ირანისთვის ახლა, პრეზიდენტმა უპასუხა: „ნუ გააკეთებ ამას.“ მან დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, რომ ისრაელს დაიცავს.

„ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგული ვართ. ჩვენ ისრაელს დავუჭერთ მხარს. დავეხმარებით ისრაელს დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.


მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმისთვის სავარაუდო მზადება რეალური საფრთხეა, მაგრამ დეტალები არ გაუმხელია. კირბის თქმით, აშშ-მ გადახედა თავის ძალებს რეგიონში თეირანისგან მომავალი საფრთხის პირობებში და ყურადღებით აკვირდება ვითარებას.