დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, მისცენ უკრაინას საჭირო იარაღი, რადგან თუ უკრაინა დაეცა, ეს იქნება "კატასტროფული გარდატეხა ისტორიაში" და "დასავლეთის სრული დამცირება."
„თუ უკრაინაში ომი კატასტროფულად დამთავრდება, ეს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო იქნება - დასავლეთის შემაძრწუნებელი, დამაბნეველი მოძრაობების გამო. ყოველი თვე, რომელსაც ჩვენ ველოდებით, არის თვე, როდესაც უფრო მეტი უკრაინელი ბავშვი იბომბება და იღუპება. და მაინც გამოსავალი ჩვენს ხელთ არის, ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ჩვენ შეგვიძლია, ეს კიდევ ერთხელ გავაკეთოთ,“ აღნიშნავს ჯონსონი.
მისი თქმით, დროა დასავლეთმა, მათ შორის ბრიტანეთმა, აღადგინოს რეიგანისა და ტეტჩერის სული და ინვესტირება მოახდინოს ჩვენი თავისუფლებების დაცვაში.“