იტალიური მოდის დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დიზაინერი პარასკევს, საკუთარ სახლში, მრავალთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, ფლორენციაში გარდაიცვალა, იტყობინება იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA. კავალიმ თავისი კომპანია 1970-იან წლებში შექმნა. მისი მომხმარებლები იყვნენ ვარსკვლავები - ბრიჯიტ ბარდო, სოფი ლორენი, კიმ კარდაშიანი და ჯენიფერ ლოპესი.
კავალიმ თავისი პირველი პატარა მაღაზია Limbo საფრანგეთის ქალაქ სენ-ტროპეში 1972 წელს გახსნა. მოდის ინდუსტრიაში თავი დაიმკვიდრა ინოვაციური, ცხოველის ტყავის პრინტებითა და ტყავისა და ჯინსის მასალის გამოყენებით. როდესაც ჰკითხეს, რამ შთააგონა, გამოეყენებინა ცხოველის პრინტები თავის დიზაინში, კავალიმ Vogue-ს 2011 წელს ინტერვიუში განუცხადა: „მე მომწონს ყველაფერი, რაც ბუნებაშია.“ რობერტო კავალის ქნება 400 მილიონ ფუნტს შეადგენს.