ანტალიაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში 7 ვერტმფრენი და 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.


მათი თქმით, მაშველებმა კაბინებიდან 120-ზე მეტი ადამიანის დროულად გამოყვანა შეძლეს.

ინციდენტის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.