ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს - მედია

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ მათ ჰორმუზის სრუტესთან ისრაელთან დაკავშირებული გემი დაიკავეს. The Associated Press-ის ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი MSC Aries-ი დაიკავეს, რომელიც ლონდონში დაფუძნებულ „ზოდიაქ მერითაიმთან“ არის დაკავშირებული. კომპანია არის „ზოდიაქ ჯგუფის“ ნაწილი, რომელსაც ისრაელელი მილიარდერი ეიალ ოფერი ფლობს.

The Associated Press-მა ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების მიერ გემის დაკავების ვიდეოც გაავრცელა.


ამავდროულად, სამეფო საზღვაო ძალების საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების საკოორდინაციო ცენტრმა (UKMTO) დამატებითი დეტალების გარეშე განაცხადა, რომ გემი "რეგიონულმა ხელისუფლებამ დააკავა" ომანის ყურეში, არაბეთის გაერთიანებული საამიროების საპორტო ქალაქ ფუჯაირასთან დააკავა.

შეგახსენებთ, ისრაელში აცხადებენ, რომ სრულ მზადყოფნაშია და ირანის შემდგომი აგრესიისგან თავის დასაცავად მზად არის.