ბოლნისში კაცის ცხედარი იპოვეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

ბოლნისში, 33 წლის კაცის ცხედარი პოვეს.

მედიის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


დაღუპულის ოჯახის წევრები „ტვპირველთან“ ამბობენ, რომ ცხედარი თანასოფლელებმა რამდენიმე დღის წინ იპოვეს.

მათი განცხადებით, დაღუპულს სხეულზე ძალადობის კვალი ჰქონდა და სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჰქონდა დაზიანებები მიყენებული.