სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო კომიტეტის სხდომაში არ მონაწილეობდა.
23-ე ასეთი შეხვედრა პარასკევს ვიდეოკონფერენციის ფორმატში, რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ვალერი გერასიმოვის ხელმძღვანელობით გაიმართა. სომხეთის წარმომადგენელი მონაწილეთა შორის არ იყო. შეხვედრის დროს CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონებში სამხედრო უსაფრთხოების გამოწვევები და საფრთხეები განიხილეს.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO), სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.