ევროკავშირის საბანკო მარეგულირებლის სერვერებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

ევროპის საბანკო მარეგულირებლის (EMA) განცხადებით, მათი ელ.ფოსტის სერვერ Microsoft Exchange-ს გლობალური კიბერთავდასხმის საფრთხე დაემუქრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ევროპის საბანკო ადმინისტრაციის განცხადებით, მისი სერვერებიდან პერსონალურ მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია.

უწყება უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიმართავს, სრულად ფუნქციონირების აღდგენისათვის მონიტორინგს ახორციელებს და ზარალს აფასებს.

”EBA მუშაობს იმის დასადგენად, თუ რა მონაცემებზე იყო წვდომა,” - ნათქვამია განცხადებაში.

Microsoft Exchange-ის სერვერები ფართოდ გამოიყენება ელექტრონული ფოსტისთვის მსხვილი ბიზნესის და მთავრობების მიერ.

„ამ დროისათვის EBA-ს საფოსტო ინფრასტრუქტურა დაცულია, ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ მონაცემთა გატანა არ მომხდარა და არ არსებობს ნიშანი, რომ ზიანი ჩვენი საფოსტო სერვერების საზღვრებს გასცდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია მიიჩნევს, რომ ჰაკერული თავდასხმის უკან დგას Hafnium-ი - ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თავდამსხმელთა ჯგუფი. პეკინი უარყოფს ამ კიბერთავდასხმაში რაიმე მონაწილეობას.