ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას გმობს.
„მკაცრად ვგმობთ ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს შემდგომი რეგიონული ესკალაცია. მეტი სისხლისღვრა თავიდან უნდა ავიცილოთ. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის დაკვირვებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად,“ – აცხადებს შარლ მიშელი.