აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ცნობით, USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი მცურავი მზის სადგური დამონტაჟდა. USAID-ის განცხადებით, განახლებადი ენერგიის გამოყენება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
USAID-ი მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხო ენერგეტიკულ მომავლს. გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში, ქვეყანაში პირველი მცურავი მზის სადგური დამონტაჟდა. ქარხანა ყოველწლიურად გამოიმუშავებს 300 000 კვტ/სთ-ს ელექტროენერგიას, რომელიც მოხმარდება მიმდებარე ხეხილის ბაღების სარწყავ სისტემას. განახლებადი ენერგიის გამოყენება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ეს არის USAID-ის მიერ მხარდაჭერილი განახლებადი ენერგიის რამდენიმე პროექტი საქართველოში,“ წერს USAID Facebook-ზე.
- ამერიკის მთავრობამ USAID-ის პროგრამის ფარგლებში $23 მილიონის ინვესტიცია განახორციელა - აშშ-ის საელჩო