კრისტიან დანიელსონი, რომელიც საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელის წარმომადგენლის სტატუსით, უახლოეს მომავალში ეწვევა, ამჟამად, შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს.
2013 წელს დანიელსონი გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი გახლდათ. 2015 წლიდან კი - სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა კრისტიან დანიელსონს შესთავაზა.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია. დანიელსონი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა და საქართველოში პოლიტიკური დიალოგის პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარესთან შეხვედრას გამართავს.