ლიეტუვა უკრაინას 400 000 ევროს გამოუყოფს

ლიეტუვის მთავრობა უკრაინის სკოლებში ლითონის დეტექტორებით უზრუნველყოფისა და უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციისთვის 400 000 ევროს (425 900 აშშ დოლარი) გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო ამ კვირაში ლვოვში შეხვდა ბალტიისპირეთის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებს, რათა განეხილათ უკრაინის უსაფრთხოების საკითხები სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის გახშირებული თავდასხმების ფონზე.


ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტმა შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, გამოყოს 400 000 ევრო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ლითონის დეტექტორების შესაძენად, ასევე, უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციისთვის.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ აქ ვართ, რათა გამოგიგზავნოთ მკაფიო გზავნილი - ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით თქვენს გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ბილოტაიტმა.

ლიეტუვა რჩება უკრაინის მხარდამჭერთა შორის გლობალურად მშპ-ს წილის მიხედვით, უკრაინის ორმხრივი დახმარება მშპ-ს 1,5%-ს შეადგენს. ამ წლის დასაწყისში, ლიეტუვამ გრძელვადიანი 200 მილიონი ევროს (დაახლოებით $215 მილიონი) მხარდაჭერის პაკეტის უზრუნველყოფის პირობა დადო.