სახალხო დამცველი: ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში

„ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში და დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან გააშუქოს, როგორც მას მიაჩნია სწორად - დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები,“ - სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების არშეშვების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.


პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ - არცერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.