ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვაქცინირებული ადამიანებისთვის ახალი წესები გამოაქვეყნა.
რეკომენდაციების ახალ ჩამონათვალში ნათქვამია, რომ ადამიანი სრულად ვაქცინირებულად ითვლება იმ შემთხვევაში თუ მას Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინა ოჯერ აქვს გაკეთებული და ვაქცინის გაკეთებიდან გასულია 2 ან მეტი კვირა.
რეკომენდაციების მიხედვით, ვაქცინირებულ ადამიანებს უფლება ეძლევათ:
1. სხვა, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებთან ერთად შეიკრიბონ დახურულ სივრცეში, ნიღბებისა და ფიზიკური დაშორების გარეშე.
2. ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ეწვიონ იმ ოჯახებს, რომლებსაც ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული.
3. შეუძლიათ თავი შეიკავონ კარანტინისგან და ტესტiრებისგან, თუ ასიმპტომურები არიან.
დახურულ სივრცეში პირბადის და სოციალური დისტანციის წესების დაცვის გარეშე შეკრება შეუძლიათ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც გაიკეთეს Johnson and Johnson-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა, ვაქცინის მიღებიდან კი გასულია ორი კვირა.
მიუხედავად ამისა, რეკომენდაციების მიხედვით, ვაქცინირებულმა ადამიანეებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისევ უნდა ატარონ პირბადე. ამ შემთხვევაში აუცილებელია ვაქცინირებულმა ადამიანმა შეინარჩუნოს ყველა არსებული წესი და მოერიდოს მასობრივი თავშეყრის ადგილებს.