სპეცრაზმი მოაბილიზეს აქციის გარშემო მას შემდეგ, რაც პარლამენტთან მიმდინარე პროტესტის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ „მშვიდობიანი ფორმით წრეს დაარტყამდნენ საკანონმდებლო ორგანოს“, სადაც იურიდიულ კომიტეტზე ამ დრომდე განიხილებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. პოლიციის კორდონებმა პარლამენტის შენობისკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტეს. სპეცრაზმის გამოჩენის პარალელურად, განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,“ წერს შსს.