აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულმა მთლიანმა საბიუჯეტო დახმარებამ დაახლოებით, 23 მილიარდ დოლარს მიაღწია

აშშ უკრაინას დაახლოებით 23 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარებას უწევს რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, იუწყება Ukrinform.


„2022 წლის 24 თებერვლიდან შეერთებული შტატების მთლიანმა საბიუჯეტო დახმარებამ მიაღწია დაახლოებით 23 მილიარდ დოლარს. მოზიდული თანხები მნიშვნელოვანი წვლილი გახდა ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობისთვის.


ამჟამად პრიორიტეტია უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა აგრესორთან წარმატებით დასაპირისპირებლად საჭირო რესურსებით, ხოლო უკრაინის მოქალაქეებს სასიცოცხლო სოციალური და ჰუმანიტარული სერვისებით მომარაგება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სგან დახმარების შენარჩუნება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.