ოლიმპიაში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი აანთეს

16 აპრილს საბერძნეთის ანტიკურ ქალაქ ოლიმპიაში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი აანთეს. ოლიმპიადა 26 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქში დაიწყება.


ამ სიმბოლური აქტით დაიწყო ჩირაღდნის ესტაფეტა საბერძნეთსა და საფრანგეთში. ესტაფეტა დასრულდება პარიზში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, სადაც ოლიმპიური თამაშების ცეცხლს აანთებენ.

პარიზი ოლიმპიადას 1900 და 1924 წლების შემდეგ მესამედ უმასპინძლებს.