პარლამენტთან მიმდინარე აქციის ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებულნი არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.“
უწყების განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული. პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც. სპეცრაზმია მობილიზებული, ასევე პარლამენტის ეზოშიც.