კახეთში, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირებას 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა

კახეთში, ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირებას 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როცა ქალს ჩვილი ხელში ეჭირა.

დაპირისპირების დროს ბავშვი, სავარაუდოდ, ასფიქსიით გარდაიცვალა. ცხედარს ამ ეტაპზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.