ჯოზეფ ბორელმა უზბეკეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის კანდიდატურა წარადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
ტოივო კლაარის კანდიდატურას უზბეკეთის მთავრობის ოფიციალური თანხმობის შემდეგ დაამტკიცებენ.
შეგახსენებთ, ესტონელი დიპლომატი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა.