კახა კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება

თბილისის მერი და მმართველი პარტიის გენერლაური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლებისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავილები ერთმანეთს ემთხვევა ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. მერი გამოეხმაურა ფეხბურთელების პოსტებს, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონპროექტის, პროტესტის ფონზე განხილვის პარალელურად ვრცელდება.


„რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.


ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა. სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები გამოქვეყნეს. პარალელურად, ე.წ. აგენტების კანონპროექეტის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.