კობიაშვილი ნაკრების ფეხბურთელებზე: ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვამბობთ ჩვენ ყოველთვის


  • ტყუილია რასაც საუბრობთ, რუსულ კანონთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ, საუბრობენ [ნაკრების ფეხბურთელები] იმაზე, რაც დიდი ხანია, დაადასტურეს, როგორც ღირსეულად, დამსახურებულად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ასე ღირსეულად, დამსახურებულად, გავალთ. [...]

ბიჭებს ჩემი პასუხის გაცემა არ სჭირდებათ, ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვიძახით ჩვენ ყოველთვის, რომ ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, არის ევროპაში, ეს დაადასტურეს ამ ბიჭებმა თავისი ღირსებით, როდესაც ღირსეულად და დამსახურებულად გავიდნენ", განაცხადა დღეს „ქართული ოცნების" დეპუტატმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სატელევიზიო მედიასთან კომენტარის დროს.


დღეს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის მხარდამჭერი იყო 83 დეპუტატი, მათ შორის, 73 - „ქართული ოცნებიდან“, „ხალხის ძალიდან“ - 9 და „ევროპელი სოციალისტებიდან“ -1. მხარდამჭერთა შორისაა ლევან კობიაშვილი.