სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება „პარლამენტთან მიმდებარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების/ძალადობის შესაძლო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.
ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობის ან იარაღის გამოყენებით და 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კითხვას, გამოჰკითხეს თუ არა სამართალდამცავები შესაძლო გადამეტებაზე, უწყებაში განაცხადეს, რომ „თავის კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო საპროცესო მოქმედებას ატარებს.“
„ყველა შემოსული საჩივარი და შეტყობინება განიხილება და გვაქვს შესაბამისი რეაგირება. გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს,“ - ამბობენ უწყებაში. 16 აპრილს პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი და ხელკეტები.
შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იგეგმება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზემიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
-
22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი
-
არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები