გერმანიის ვიცე-კანცლერი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა კიევში ჩასვლისას აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი იმის ნიშანია, რომ გერმანია უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას აგრძელებს. „რუსეთის სასტიკი და უკანონო დაპყრობითი ომის მესამე წელსაც კი, გერმანია უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას,“ - განაცხადა რობერტ ჰაბეკმა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, რობერტ ჰაბეკი მოლაპარაკებებს უკრაინის ეკონომიკის მინისტრთან, იულია სვირიდენკოსთან და ენერგეტიკის მინისტრთან, გერმან გალუშენკოსთან გამართავს.