საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას გამოეხმაურა და ასევე აღშფოთება გამოხატა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც მან უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთა. კობახიძემ გუშინ, 17 აპრილს განაცხადა, რომ „უკრაინიზაციის“ თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი.“
უკრაინის საგარე საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები “უკრაინიზაციის” შესახებ, რომლის წინააღმდეგაც არის ვითომდა მიმართული “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი, აღშფოთებას იწვევს.
„ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ დამამცირებელ კონტექსტში გამოყენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს. რუსიფიკაცია და არა მითიური “უკრაინიზაციაა” საქართველოს რეალური საფრთხე,“ აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება.
ამასთან, უკრაინული მხარე მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და სიტუაციიდან გამოსავალი კონსტრუქციული დიალოგის გზით მოძებნონ.
„ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და ვითარებიდან გამოსავალი კონსტრუქტიული დიალოგის მეშვეობით ეძებონ. მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ჩართულობა არის აუცილებელი პირობა ქვეყნის პროევროპული მომავლის ასაშენებლად,” - ნათქვამია განცხადებაში.
მისივე თანახმად, უკრაინა დაინტერესებულია საქართველოში მშვიდობიანი და მეგობრული გარემოთი, ყოველთვის მყარად უჭერდა მხარს და აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.“
დასავლეთის მოწოდებების და ხალხმრავალი სამდღიანი პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკამათო კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი შეუშლის ხელს.