„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ახალგაზრდული მოძრაობა მართავს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის წინ შეკრებილებმა გზა გადაკეტეს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, 18 აპრილს საპროტესტო აქცია არ იყო დაგეგმილი. მანამდე, აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და "ქართული ოცნების" ოფისთან მსვლელბით გამოხატეს პროტესტი, ბოლოს კი, ისევ პარლამენტთან დაბრუნდნენ.


დემონსტრანტებმა შეკრება საღამოს შვიდ საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა - „დაფიონის“ ორგანიზებით დაიწყეს. აქციის ბირთვს სტუდენტები წარმოადგენენ, რომელთა განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, როგორც თსუ-ს ლექტორმა უნივერსიტეტის სტუდენტების ხმა უნდა გაიგოს.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო.


შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.

ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.