NATO-ს ქვეყნებში არის ექვსი დამატებითი Patriot-ის სისტემა, რომელთა მიწოდებაც უკრაინისთვის შეიძლება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 18 აპრილს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სპეციალური სამიტის შემდეგ განაცხადა. უკრაინა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ზრდის ფონზე, საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტს განიცდის. აშშ-ის წარმოების ეს სისტემები კი, ძალზედ ეფექტიანია რუსეთის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მოგერიების თვალსაზრისით.
გერმანიამ 13 აპრილს გამოაცხადა, რომ კიევს დამატებით მიაწვდის Patriot-ის სისტემას.
„გერმანიამ მიიღო მნიშვნელოვანი ზომები უკრაინის აღჭურვისთვის" და ახლა მოუწოდებს სხვებს, მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილებები," - აღნიშნა შოლცმა.