"ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი აშენდება. გვეუბნებიან, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხს განიხილავენ.
"სად არის ბატონი ზვიადი ტომარაძე. ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და მე მხარს ვუჭერ, რადგან თავის პროდუქციას მხარს უჭერს და გვერდში უდგას და ა.შ. ჩემო ზვიად, შენ რომ გიყვარს და მე რომ მიყვარს ეს ეროვნული პროდუქტი, უფრო მეტი უნდა გაიყიდოს და კონკურენტუნარიანი იყოს. აბა, წარმოიდგინე იმ ჰესის გამომუშავებული ენერგიით რომ არ იყოს ის გაკეთებული, დღეს გაცილებით სხვა ღირებულება ექნებოდა იმ ჯემს, პასტას, რომელსაც მე და შენ ვგულშემატკივრობთ. ისეთი კონკურენტუნარიან ფასში ვერ იქნებოდა. მე არ ვარ იმის მომხრე, აპრიორი უნდა აშენდეს, ან არ უნდა აშენდეს ჰესი. ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი აშენდება. გვეუბნებიან, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთ. მეორეს მხრივ ეკონომიკა არ გვექნება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.