დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის გასაძლიერებლად, $180 მილიონზე მეტი გამოყო

რუსული ბოლო თავდასხმების შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად, თითქმის 150 მილიონი ფუნტი (180 მილიონ დოლარზე მეტი) გამოყო.

ამის შესახებ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნილ ჰოლანდმა განაცხადა.


ვენაში ეუთოს შეხვედრის დროს ჰოლანდმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო გააძლიერებს ძალისხმევას უკრაინის ენერგეტიკული სექტორის გასაძლიერებლად, რომელშიც ჩაერთვებიან მისი პარტნიორები დიდი შვიდეულის ჯგუფიდან (G7).

„გაერთიანებული სამეფო მზად არის, უზრუნველყოს უკრაინას მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად და რუსეთი უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან გაძევებისთვის,“ - აღნიშნა ჰოლანდმა და დასძინა, რომ „ეს არის ერთადერთი გზა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ.“


რუსეთმა მარტიდან გააძლიერა თავდასხმები, ძირითადად უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. რუსულმა ძალებმა 22 მარტს ზაპოროჟიესთან, დნიპროს ჰიდროელექტროსადგურს დაარტყეს, რაც უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა იყო. რუსეთმა ასევე გაანადგურა 11 აპრილს კიევის ოლქის ქალაქ უკრაინკაში თბოელექტროსადგური ტრიპილია, რამაც გამოიწვია უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის Centerenergo-ს გამომუშავების სიმძლავრის 100% დაკარგვა. უკრაინა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ითხოვს.