გერმანულმა მწარმოებელმა Quantum Systems-მა 18 აპრილს, უკრაინაში დრონების ქარხანა და განვითარების ცენტრი გახსნა.
Quantum Systems არის კომპანია, რომელიც მოწინავე Vector-ის სადაზვერვო თვითმფრინავებს ავითარებს, რომელთაგან 212 უკრაინას გერმანიის მთავრობამ უკვე მიაწოდა. ქარხანა კომპანიის მეორე ადგილია უკრაინაში და მოსალოდნელია, რომ ყოველწლიურად, ის გაზრდის წარმოების სიმძლავრეს 1000 დრონამდე, სათადარიგო ნაწილების წარმოების ჩათვლით. წლის ბოლომდე შესაძლოა, 100-მდე ადამიანი დასაქმდეს. მწარმოებელი 6 მილიონ ევრომდე ($6.4 მილიონი) ინვესტიციას განახორციელებს ახალ წარმოებაში მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
Quantum Systems-მა პირველად უკრაინისთვის დრონების მიწოდება 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო. მომდევნო წელს ფირმამ ასევე დააარსა სერვისის, მხარდაჭერის, ტრენინგის და ლოგისტიკური ცენტრი უკრაინაში. კომპანიამ პირობა დადო, რომ 2024 წლის ბოლომდე კიევს 500 სადაზვერვო თვითმფრინავით მიაწვდიდა.
უპილოტო სისტემები გახდა მთავარი შესაძლებლობა რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარისთვის, რადგან კიევი აძლიერებს შიდა წარმოებას და დრონების იმპორტს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თებერვალში მოაწერა ხელი განკარგულებას უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული ფილიალის შექმნის შესახებ, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებზე იქნება ფოკუსირებული. სტრატეგიული ინდუსტრიის მინისტრის მოადგილემ ჰანა ჰვოზდიარმა განმარტა, რომ უკრაინას აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს 150,000 ასეთი აპარატი ყოველთვიურად და შესაძლოა, წლის ბოლომდე 2 მილიონი დრონის წარმოება შეძლოს.