19 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქს ეწვია. ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაჭრილი მებრძოლები მოინახულა საველე საავადმყოფოში.
„მე მოვინახულე ჩვენი დაჭრილი დამცველები, რომლებიც იქ განლაგებული 95-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის სამედიცინო ასეულში მკურნალობენ. ვესაუბრე მათ და გადავეცი სახელმწიფო ჯილდოები. დიდი მადლობა უკრაინის დაცვისა და თქვენი სამსახურისათვის! ჩვენი სახელმწიფო ამაყობს, რომ ასეთი მეომრები ჰყავს," - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეს ომი შავ-თეთრია, მასში ნახევარტონები არ არის, ყველაფერი აშკარაა. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ. ჩვენ ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენ ვაჩერებთ ოკუპანტს, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ნგრევა და ძალადობა, მხოლოდ ბოროტება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ბოროტება. ჩვენ უნდა გავანადგუროთ რუსი ოკუპანტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის, ადამიანის სიცოცხლისთვის," ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.