უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ფრანგული კინოს ლეგენდა ალენ დელონი „უკრაინის წინაშე დამსახურების ორდენით დააჯილდოვა.“ შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ძვირფასო ალენ, მე ვიცი, რომ თქვენ არც თუ ისე მარტივ სიტუაციაში ხართ და მინდა გითხრათ, რომ მარტო არ ხართ...გყავთ ბევრი გულშემატკივარი და ხალხი, ვისაც უყვარხართ. მე და ჩემი ხალხი, ჩვენ მუდამ თქვენ გვერდით ვართ,“ წერს საფრანგეთში უკრაინის ელჩი ვადიმ ომელჩენკო.
88 წლის ვარსკვლავი ომის დაწყების დღიდან უკრაინას საჯაროდ უჭერს მხარს. 2022 წელს მსახიობი მონაწილეობდა ზელენსკისა და ფრანგული მედიის შეხვედრაში. შეხვედრის მსვლელობისას პრეზიდენტმა მხარდაჭერისთვის ალენ დელონს მადლობა გადაუხადა.
„მე არასდროს ვყოფილვარ თქვენსავით ბრწყინვალე მსახიობი. ჩემთვის ყოველთვის ავტორიტეტი, დიდი მსახიობი იყავით," აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 2019 წელს ინსულტის შემდეგ, ალენ დელონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.