სალომე ზურაბიშვილი: უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს - დიდება უკრაინას!

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.


„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის ორპარტიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მოვლენაა. უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს. დიდება უკრაინას!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.