ევროპარლამენტარი (EPP, გერმანია) მიჰაილ გალარი თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებთით აცხადებს, რომ საზოგადოებას მომავალ არჩევნებზე შანსი აქვს.
„საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მათი ნათლია ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან. საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც საპროტესტო აქციებს მართავს, აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მოაწყოს სანდო პროევროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის!“ - წერს გალერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.