აჭარის მთავრობის სახლთან აქციაა

აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ისინი სტიქიით დაზარალებულები არიან, მათ ხელისუფლებამ სოციალურ კორპუსში საცხოვრებლები გადასცა, თუმცა შენობაში ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ცხოვრება შეუძლებელია.

აქციის მონაწილეები აღნიშნული ფართების გარემონტებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მათ არ შეხვდება და ეს პრობლემა არ გადაიჭრება, სოფელ წაბლანაში მშენებარე ჰესის პიკეტირებას მოახდენენ.