აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შესაბამის ინფორმაციას ალიევის ოფისი ავრცელებს.
„22 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურს საერთაშორისო აეროპორტ „ვნუკოვო-2“-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კრემლის ინფორმაციით, „რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკვანძო საკითხების განხილვას და რეგიონულ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაცვლას გეგმავენ.“