"გამოდი ღირსებისთვის" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაა

"გამოდი ღირსებისთვის" - თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოეწყო.

"არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს", "მონა", "წადი"- მსგავსი ბანერებით აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და სკანდალურ აუდიოჩანაწერებში მონაწილე პირების დასჯას და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.

მთავრობის ადმინისტარციასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.